ტექინსპექტირების სერვის-ცენტრის თანამშრომელი
16-11-2026 - 17-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „გრინვეი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ტექინსპექტირების სერვის-ცენტრის თანამშრომლის პოზიციაზე:

 

სამუშაო დრო: ცვლადი გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ჯამში 40 სამუშაო საათი; (სტუდენებზე მორგება შესაძლებელია)

ბენეფიტები: დაზღვევა, FitPass

ანაზღაურება: 1100 ლარი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • ავტომობილის შემოყვანა ინსპექტირების სივრცეში;
  • გამონაბოლქვის, მუხრუჭების, ასს-ს სავალი ნაწილის შემოწმების პროცესში ინსპექტირების ჩამტარებელი პირის ასისტირება;
  • მაშუქი ფარების, საშხეფარების, სიგნალის შემოწმებისას ინსპექტირების ჩამტარებელი პირის ასისტირება;
  • ძრავის ბრუნთა რიცხვის ამთვლელის მოთავსება შესაბამის აგრეგატზე;
  • პრობლემური სიტუაციებისა და ქეისების მენეჯერისათვის გაცნობა ოპერატიულად;
  • მომსახურების ხარისხის, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სტრუქტურული ერთეულისათვის დადგენილი პროცედურების, გაიდლაინების, ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

 

  • მართვის მოწმობა - B კატეგორია;
  • ინსპექტირების სფეროს მიმართ ინტერესი და მოტივაცია;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობია უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია