სს „გრინვეი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ტექინსპექტირების სერვის-ცენტრის თანამშრომლის პოზიციაზე:
სამუშაო დრო: ცვლადი გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ჯამში 40 სამუშაო საათი; (სტუდენებზე მორგება შესაძლებელია)
ბენეფიტები: დაზღვევა, FitPass
ანაზღაურება: 1100 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტომობილის შემოყვანა ინსპექტირების სივრცეში;
- გამონაბოლქვის, მუხრუჭების, ასს-ს სავალი ნაწილის შემოწმების პროცესში ინსპექტირების ჩამტარებელი პირის ასისტირება;
- მაშუქი ფარების, საშხეფარების, სიგნალის შემოწმებისას ინსპექტირების ჩამტარებელი პირის ასისტირება;
- ძრავის ბრუნთა რიცხვის ამთვლელის მოთავსება შესაბამის აგრეგატზე;
- პრობლემური სიტუაციებისა და ქეისების მენეჯერისათვის გაცნობა ოპერატიულად;
- მომსახურების ხარისხის, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- სტრუქტურული ერთეულისათვის დადგენილი პროცედურების, გაიდლაინების, ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
- მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- ინსპექტირების სფეროს მიმართ ინტერესი და მოტივაცია;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობია უნარი.